ალექსანდრე რაქვიაშვილი - მოვისმინე ზურა ჯაფარიძის განცხადება და ცოტა შოკში ვარ - გამოდის, რომ ოპოზიციის შიგნით შეთქმულება გვაქვს

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებამ შოკში ჩააგდო. ამის შესახებ რაქვიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ჯაფარიძის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა, არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.

მისივე თქმით, ჯაფარიძის განცხადება სიმართლეა, გამოდის, რომ ოპოზიციის შიგნით რაღაც შეთქმულებაა.

„მე რომ მოვისმინე ზურა ჯაფარიძის განცხადება, ცოტა შოკში ვარ. რამდენიმე ათეულ შეხვედრაზე ვიყავი და არც კი წარმომედგინა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, არათუ პარლამენტში შესვლას არ აპირებს, არამედ ელჩების გარანტიებიც კი არ არის საკმარისი. ეს უბრალოდ, ვერ იქნება სიმართლე, რადგან როცა, მაგალითად, ოპოზიცია პლებისციტს ითხოვს, ნიშნავს, რომ შეიძლება, ოპოზიციამ წააგოს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შედის, ტარდება პლებისციტი და თუ პლებისციტი წააგეს, პარლამენტი ჩვეულ მუშაობას აგრძელებს. ძალიან მაინტერესებს, რა ტიპის განცხადებას გააკეთებს ამის საპასუხოდ: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენ ოპოზიციის შიგნით, რაღაც შეთქმულება გვაქვს, ანუ, ნაწილი ოპოზიციის გვატყუებდა დანარჩენს, ატყუებდნენ „ქართულ ოცნებას“ და რაც მთავარია, ჩვენს პარტნიორებს, ან უბრალოდ ეს ახალი გარემოებაა და მე მგონი, ღირს ამაზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია "მეტი თავისუფლება - გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა, არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს