გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 თებერვალს 11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს: მცხეთაში სამხედროს, აღმაშენებლის, მუხრანის, ღვინჯილიას, სააკაძის, გამარჯვების, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე, წეროვნის დევნილთა დასახლებაში. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

მათივე ცნობით, 16:00-დან 18:30 საათამდე დენის მიწოდება ასევე შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, მლაშე, უნდილაანთკარი, ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა, შალიკიანთკარი, საშაბურო, ბაგიჭალა, ბაზალეთის ტბაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო