შალვა პაპუაშვილი - ჩვენ სათანადო პასუხი უნდა გავცეთ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებით და საპარლამენტო მუშაობაზე უარის თქმით, ძირს უთხრის დემოკრატიას.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით იმგვარი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სათანადო პასუხი გაეცეს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას. ამის შესახებ პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეს შედგება უმრავლესობის სხდომა, სადაც განვიხილავთ დღევანდელ სხდომაზე მისაღებ გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასე რომ, დღეს ამ მსჯელობის შედეგად, ჩვენ ჩვენი პოზიციით წარვსდგებით პარლამენტში.

რაც შეეხება პირად პოზიციებს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პირად პოზიციას აქ მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, ის კონტექსტი, რომელ კონტექსტშიც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება, კონტექსტი კი არის შემდეგი, რომ მათ შორის, ევროსაბჭოს შეფასებით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არ შემოსვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, ამიტომ, ახლა ჩვენ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა არის პასუხი ამ ძირგამოთხრილი ქმედებისა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: დაირღვევა თუ არა კონსტიტუცია იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ რამე არღვევს კონსტიტუციას, ეს ოპოზიციის ქმედებაა, რომლითაც ისინი ძირს უთხრიან დემოკრატიას და სწორედ ამ ფაქტს უნდა მიექცეს ყურადღება გადაწყვეტილების მიღებისას.

„მთელი პოლიტსაბჭო და მთელი უმრავლესობა არის ამაში ჩართული. პოლიტსაბჭომ თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა და დღეს ამაზე გვექნება მსჯელობა უმრავლესობას. პროცედურულად ჩვენ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და სწორედ ეს პროცესია ახლა, რომ ამ შესაძლებლობიდან ამოვარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური იმისთვის, რომ სათანადო პასუხი გაეცეს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა