500 Startups-მა შერჩეული სტარტაპებისთვის ინტენსიური კურსი დაიწყო

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ბიზნესაქსელერატორმა 500 Startups-მა 500Georgia აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ექვსკვირიანი ინტენსიური კურსის მეორე ეტაპი პირველ თებერვალს დაიწყო,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ინტენსიური პროგრამა 12 მარტამდე გაგრძელდება. აქსელერაციის პროგრამის დასრულებისას დასახელდება 2 კომპანია Silicon Valley Immersion-სთვის. მეორე ეტაპისთვის 500 Startups-მა, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 15 სტარტაპი შეარჩია.

"2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდში სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში ჩართულობის ხარისხი. კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, თუმცა საბოლოო ჯამში 15-დან 10 სტარტაპი გადავიდა შემდეგ ეტაპზე, რომელიც ექვსკვირიან ინტენსიურ სააქსელერაციო პროგრამას გაივლის. ეს სტარტაპებია: Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium. YouTravel.me. შერჩეული 10 სტარტაპიდან 4 უცხოური კომპანიაა, მათ შორის ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. 10 კომპანიიდან 4 კომპანიას თანადამფუძნებელი ქალი ჰყავს. ხუთი სტარტაპი შეირჩა საქართველოს ბანკის მეორე დონის ინვესტიციებისთვის. Growth Intensive კურსის დასრულებისას ამ კომპანიებიდან ორი მიიღებს ბილეთს Silicon Valley-ში წასასვლელად immersion program - ში მონაწილეობის მიღების მიზნით. საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა. 500 Startups - ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპ აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს