შრომის ინსპექციამ ბათუმში, რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიების გამართვის გამო, ობიექტი დააჯარიმა

გეგმური მონიტორინგის შედეგად, შრომის ინსპექციამ ბათუმში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტი გამოავლინა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა. უწყების ინფორმაციით, ადგილზე ათზე მეტი პირი იყო შეკრებილი, რაც საქართველოს მთავრობის #322-ე დადგენილებით აკრძალულია.

„შ.პ.ს-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია და ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით. რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგს შრომის ინსპექცია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს და ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების დაცვისკენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა