პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია უნდა გაიმართოს, ხმაურია

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია უნდა გაიმართოს, მცირე ხმაურია. აქციის მონაწილეებმა ქაღალდისგან დამზადებული სტენდი მიიტანეს, რომელზეც პარლამენტის დეპუტატების სახელები და გვარებია გაკრული. აღნიშნული სტენდის შეტანის უფლებას აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები არ აძლევენ.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია მიმდინარეობს, ხმაურია

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს