"ევროპული საქართველოს" წევრებმა პარლამენტთან ნაგვის ურნა მიიტანეს, რომელშიც ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ფოტოებია მოთავსებული

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია მიმდინარეობს, ნაგვის ურნა მიიტანეს, რომელშიც "მოქალქეების" წევრების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ფოტოებია მოთავსებული. აქციის მონაწილეეებს პარლამენტთან ქაღალდის ჯიხურიც აქვთ დადგმული, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება და ამბობს, რომ "მანდატებს იაფად", "გია ვოლსკის სადღეგრძელოებს 2 ლარად ყიდის".

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილი ბრუტუსის სახით "ქართული ოცნების" "კლოუნიადას" შეუერთდა. საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ ხმაურიც იყო, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ქაღალდის ჯიხურის დადგმის უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს