"ნაცმოძრაობის" წევრის, გიგა შუშანიას განცხადებით, 2017-2020 წლებში საბინაო სამსახურმა სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რაზეც ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნა მეტყველებს

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებენ. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, 2017-2020 წლებში საბინაო სამსახურმა სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რაზეც მერიის შიდა აუდიტის დასკვნა მეტყველებს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დარღვევების შესახებ ინფორმირებულია ქუთაისის მერი, რომელიც გასულ წლებში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია.

შუშანია, მერიას და საკრებულოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატორას თავად მიმართავს.

"საბინაო სამსახური არაჯეროვნად მუშაობს, ხშირ შემთხვევაში სამუშაოები არც სრულდება. ამას ვკითხულობთ, მერიის შიდააუდიტის დასკვნაში, რომელიც მერმა საკრებულოს გადაუგზავნა და დამტკიცება მოსთხოვა. საუბარია 2017-2020 წლებზე, მერი ინფორმირებულია ამ ყველაფრის შესახებ და თუ არ მოხდება დროული რეაგირება, ვაპირებთ, პროკურატურას მივმართოთ", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა