ალეკო ელისაშვილი - ოპოზიცია უნდა გამოვიდეს თავისი სიტყვების მძევლობიდან, ყველა არის გაჭედილი თავის სიტყვებში და პოზიციებში - მოეშვან!

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას ურჩევს, თავიანთი სიტყვების მძევლობიდან გამოვიდნენ და პარლამენტში მუშაობა დაიწყონ. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას რევოლუცია არ სჭირდება.

„იმდენი გვარი და სახელი ვასახელე, აღარ მინდა, ყველამ იცის, ვინ იყო ამრევი. ამბობენ ხმამაღლა რევოლუცია ვისაც უნდა, სხედან და იძახიან რევოლუცია გვინდაო, ოღონდ ჰგონიათ, სტუდიაში რომ იტყვიან რევოლუცია გვინდაო, ამით მოახდენენ რევოლუციას. მათი მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას! არ სჭირდება ამ ქვეყანას რეავოლუცია და არეულობა, ამ ქვეყანას სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. ჩვენ აქ შემოვედით იმისთვის, მემორანდუმი რაზეც გავაფორმეთ - ელექტრონული არჩევნები იყოს, თითის ანაბეჭდი იყოს, შტრიხკოდიანი საარჩევნო ბიულეტენი, ეს გავიტანოთ. „ქართულ ოცნებასთან“ შევთანხმდით, რომ პირველ მარტამდე ამის ინიცირება მოხდეს და პირველ მაისამდე დამტკიცება. ამისთვის ვართ, რომ ჩავაბაროთ წარსულს არჩევნების გაყალბება, როგორც ასეთი და ამიერიდან ყოველ ჯერზე ვენდობოდეთ არჩევნებს. ჩვენ ამისთვის ვართ შემოსული, ხალხზე რომ ვიდარდოთ, ხალხზე ვიფიქროთ და ხალხის სათქმელი ვთქვათ აქ. ამისთვის არის ეს კეთილმოწყობილი და გადაბრდღვიალებული შენობა, რომ ხალხის ხმა ისმოდეს და ხალხის პრობლემები ისმოდეს. ოპოზიცია ხომ ყველას ეუბნებოდა, რომ თქვენი ხმა ვიქნები პარლამენტში?!- გამოვიდნენ თავისი სიტყვების მძევლობიდან, ყველა არის გაჭედილი თავის სიტყვებში და პოზიციებში - მოეშვან! იმედი მაქვს, მანდატებს არ გაუუქმებს „ქართული ოცნება“, შემოვიდნენ და ერთად ხალხზე ვიფიქროთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს