ალეკო ელისაშვილი - ნამდვილად თავაწეულები შემოვედით პარლამენტში

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან გაფორმებული მემორანდუმი ამ ქვეყნის პერსპექტივაა. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ იყო.

“იცით რაც გამოვიარეთ მე და ლევან იოსელიანმა და ჩვენმა პარტიამ, ვიდრე აქამდე მოვიდოდით, თუმცა ნამდვილად თავაწეულები შემოვედით ჩვენ აქ იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია. მე და ლევანი შემოვრჩით ბოლოს მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ორი ადამიანი. ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში არის ამ ქვეყნის პერსპექტივა. პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას. ამ მემორანდუმში არის ძალიან ბევრი პუნქტი ჩამოთვლილი. ერთადერთ საკითხს, სრულად პროპორციულს სჭირდება 113 ხმა და იმ ერთადერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. სრულად პროპორციულისთვის ჩვენ ერთი წელი ვიბრძოდით ქუჩაში და ახლა ეს მაგიდაზე დევს. ეს ოპოზიციის იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხია, ვინც უნდა შემოვიდეს. თუ მართლა გულწრფელად იბრძოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ პირველ რიგში, შემოვედით მემორანდუმის პუნქტების კანონად ქცევისთვის. იქ ვადაც კი ჩავაწერინეთ „ქართულ ოცნებას“. თუ 1-ელ მარტამდე არ მოხდება ამის საკანონმდებლო ინიცირება, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს. ასევე, იქ წერია, რომ საკანონმდებლო ინიცირების შემდეგ, 1-ელ მაისამდე უნდა დამტკიცდეს თითის ანაბეჭდით ხმის მიცემა, რაც გამორიცხავს ჯოჯოხეთურ სიტყვას - „კარუსელს“, ლაივსტრიმ კამერების ჩართვა, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დაშტრიხვა. არჩევნები, რომ პატიოსნად ჩატარდეს, პირველ რიგში ამისთვის შემოვედით“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო