სახალხო დამცველის შეფასებით, ივერი მელაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, კარტოგრაფების საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.

ამასთან, ნინო ლომჯარიას თქმით, ბრალდებულების მიმართ აგრესიული განწყობების ჩამოყალიბებას საქმის პოლიტიზირებამ შეუწყო ხელი.

“ამტკიცებდნენ, რომ ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულის მონაწილე პირები სამშობლოს მოღალატეები არიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები ახალისებს ბრალდებულების მიმართ არა მარტო აგრესიას, არამედ საზოგადოებრივი მართლმსაჯულების განხორციელების რისკს აჩენს. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა საქმესთან დაკავშირებით გარემოებები შესწავლილ იყოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ "მოღალატე" , „გამყიდველი“ უწოდა.

იხილეთ ვიდეო:სახალხო დამცველის შეფასებით, ივერი მელაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა