„ვოლვო კავკასიამ“ კიდევ ერთი შოურუმი გახსნა და ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ტაშკენტშიც ხელმისაწვდომია

29 იანვარს „ვოლვო კავკასიამ“ კიდევ ერთი შოურუმი გახსნა და ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ახლა უკვე ტაშკენტშიც ხელმისაწვდომია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, ავტოცენტრი სრულად „ვოლვო ქარსის“ სტანდარტებით აშენდა. მათი ინფორმაციით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შოურუმს ეწვიონ და სრული სამოდელო რიგი დაათვალიერონ. “ძალიან გვიხარია, რომ შვედური, მაღალტექნოლოგიური ბრენდის წარმომადგენლები ვართ უზბეკეთში და გვაქვს საშუალება, კიდევ ერთ ქვეყანაში შევუწყოთ ხელი უსაფრთხო საგზაო გადაადგილებას. გაგვიმართლა, რომ გვიწევს ისეთ სანდო პარტნიორთან ურთიერთობა, როგორიცაა “პრემიუმ ავტო”, რომელიც “ვოლვო ქარსის” ოფიციალური დილერია უზბეკეთში”- განაცხადა „ვოლვო კავკასიის“ გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.

„თეგეტა მოტორსის“ ცნობით, „ვოლვო ქარსი“ ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხოების კუთხით მოწინავე ბრენდია, რომლის იმპორტიორი კომპანია 2019 წლიდან „ვოლვო კავკასიაა“.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად „ვოლვო კავკასია“ წარმოდგენილია სადილეროებით რეგიონის ოთხ ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ავტომობილების მიწოდება საქართველოდან ხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა