ლევან იოსელიანი - ზურა ჯაფარიძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციის ნაწილს არ უნდა შეთანხმების მიღწევა

„ზურა ჯაფარიძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციის ნაწილს პრინციპულად არ უნდა შეთანხმების მიღწევა“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელანის თქმით, მან და ალეკო ელისაშვილმა სწორედ ამის გამო დაიწყეს მმართველ გუნდთან დამოუკიდებლად შეხვედრების ჩატარება.

„ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი კამათი გვქონდა და ჩვენ ვთქვით, რომ დავასრულეთ კოლეგებთან ასეთი ტიპის კამათი და მათთან ასეთი ტიპის ურთიერთობა. უბრალოდ ეს არის დადასტურება იმის, რასაც ჩვენ აქამდე ვამბობდით, რომ არის ოპოზიციაში ნაწილი, რომლისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო ნებისმიერი ტიპის შეთანხმება. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა, დამოუკიდებლად შეხვედრების ჩატარება და დამოუკიდებლად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს გვიჭირავს შეთანხმება - ხუთიდან 4 ადამიანი არის თავისუფალი და ვაპირებთ, ეს შეთანხმება მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის ჩვენთვის მთავარი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყისშივე იყვნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა