ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ და ბიზნეს ომბუდსმენმა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაცით, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში 27 ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 2000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ბიზნეს ომბუდსმენს 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის სფეროში კრიზისის დასაძლევად.

შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები.

“დღეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ტურიზმის საკანონმდებლო ბაზა, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების ნორმები და არსებული გამოწვევების დასაძლევად კონკრეტული აქტივობები განხორციელების გზები. ვფიქრობ, სამომავლო თანამშრომლობა ძალიან ეფექტური იქნება და კერძო სექტორის ჩართულობით ამ პროცესში კარგ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

“ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ალიანსის მხრიდან წარმოდგენილი იყო გეგმები, თუ რას აპირებენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სამომავლოდ. ჩვენ შევთანხმდით სამუშაო გეგმებზე და ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნინო კვეტენაძემ.

იხილეთ ვიდეო:ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ბიზნეს ომბუდსმენმა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო