ირაკლი ზარქუა - ვისაც უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს

ვისაც უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პარლამენტში ოპოზიციის შესვლასთან დაკავშირებით.

ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ “პატარა პარტიები სააკაშვილის მძევლები არ უნდა გახდნენ".

“სააკაშვილის ინტერესი პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება არ არის. მისი ინტერესია რევოლუციური ხედვა და გზა. სხვათაშორის, იმ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღოთ, თავიდანვე მაინც რევოლუცია იყო ჩვენი ამოცანაო. ამას ვეუბნებოდით იმ პატარა პარტიებს, რომლებსაც მოსახლეობაში მხარდაჭერა და ნიშა აქვთ,რომ ნუ გახდებიან მძევლები. აგერ არის ბურთი და მოედანი. ვისაც რამე იდეა ან ხედვა აქვს, ილაპარაკოს. რევოლუციების გზა - ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც ამერიკის წარმომადგენელმა თქვა, როდესაც ჩამოვიდა. გადაყვეტილება ისაა, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, ვიღაც შევა თუ არა პარლამენტში, არამედ არის ის, რომ როგორ ვუმკურნალოთ უმუშევრობას, დასაქმებას და როგორ გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი. ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა