შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას საკუთარმა ამომრჩეველმა დრო მისცა იმისთვის, რომ მანდატები მიიღოს და თუ ამ დროს არ გამოიყენებს, პასუხს ასევე საკუთარი ამომრჩევლები მოსთხოვენ

„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან, არის პასუხი ოპოზიციის დესტრუქციული ქმედების მიმართ.

როგორც პაპუაშვილმა უმრავლესობის სდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას საკუთარმა ამომრჩევლმა დრო მისცა იმისთვის, რომ მანდატები მიიღოს და თუ ამ დროს არ გამოიყენებს, პასუხს ასევე საკუთარი ამომრჩევლები მოსთხოვენ.

„ვაცხადებდით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მრავალი საშუალება იმისათვის, რომ უპასუხოს ოპოზიციის მხრიდან ამ დესტრუქციულ ქმედებას. ეს რომ დესტრუქციაა, არამხოლოდ ჩვენი შეფასება არის, არამედ, არის ევროსაბჭოს ოფიციალური შეფასებაც, რომ ეს ძირგამომთხრელი საქმიანობაა ჩვენი ოპოზიციის მხრიდან. დღეს მოისმინეთ, რა არის ჩვენი პასუხი ამ ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ. ოპონენტთა რიგებში არის ხალხი, რომელსაც პარლამენტში შესვლა სურს და როგორც ჩანს, გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებს, ამიტომ ჩვენ გვინდა ყველას მივცეთ შანსი.უპირველეს ყოვლისა, ქართველ ამომრჩეველს, ჩვენი ოპოზიციის ამომრჩეველს გვინდა მივცეთ შანსი, რომ ისინი მანდატის და წარმომადგენლის გარეშე პარლამენტში არ დარჩნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა