ზაალ უდუმაშვილი - „ოცნება“ ცდილობს, დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა, ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის

,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

უდუმაშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს დრო გააჭიანუროს, რათა ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს ქვეყანაში.

"ის, რაც დღეს კობახიძემ განაცხადა, ცნობილი იყო ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელსაც პირველს დააყენებინეს ეს ინიციატივა. ახლა „ოცნება“ ცდილობს, რომ დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი. ეშინიათ ამის ძალიან. თუმცა, ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის. ერთადერთი ამ პროცესის გაწელვას აზრი აქვს თუ მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ჩანიშნონ ახალი არჩევნები“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა