მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ „საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო მუშაობას და დემოკრატიას“ საპარლამენტო პროცედურა დაუპირისპირეს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, თუ რატომ შეიკავა მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავი. როგორც მან აღნიშნა, დღეს უმრავლესობა დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან . როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილების მიღებისას ამომრჩევლის ნებაც იყო გათვალისწინებული.

„ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ ეს იყო საპარლამენტო საბოტაჟი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები კიდევ უფრო შორს წავიდნენ, კიდევ უფრო მკაცრები იყვნენ მათი ქმედებების მიმართ. მათ თქვეს, რომ ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ასევე იყო მოწოდებები, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მხრიდან, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას ახმოვანებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, არ დაგიმალავთ, ამიტომაც გაგრძელდა უმარვლესობის სხდომა დაგეგმილზე დიდხანს, რომ იყო სხვა არგუმენტებიც. თუმცა, საბოლოოდ, პოლიტსაბჭოს ის გადაწყვეტილება, რომელზეც გუშინ ვერ ვისაუბრეთ იმიტომ, რომ ამას უმრავლესობის თანხმობა სჭირდებოდა, ამისკენ იყო მიმართული და დღეს უმრავლესობაც ამ პოზიციას დაეთანხმა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტისგან და საკითხის ამგვარად მხარდაჭერისგან. ჩვენ დღეს დავუპირისპირეთ საპარლამენტო პროცედურა, მათ შორის მათ გადაწყვეტილებას, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო მუშაობას და დემოკრატიას. ასევე, ჩვენ გავითვალისწინეთ არა 52%-ის, როგორც ისინი სპეკულაციურად აცხადებენ, არამედ რეალურად, ამომრჩევლის 39%-ის პოზიციაც“,-განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, უკანასკნელი კვლევებითაც დადასტურდა, რომ ამომრჩევლის ნაწილის აზრით, ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა ჩაერთოს.

„ამომრჩევლის ნება იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომ ჩვენ დღეს თავი შეგვეკავებინა ამ საკითხის მხარდაჭერისგან“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა