მამუკა მდინარაძე - ყველა მათგანს, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ლიდერებს მივეცით საშუალება დაფიქრდნენ, რამდენად სწორია მათი გადაწყვეტილება

ყველა მათგანს, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ლიდერებს მივეცით საშუალება დაფიქრდნენ, რამდენად მიზანშეწონილი და სწორია მათი გადაწყვეტილება“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც მან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ოპოზიციის წევრებს მისცეს შანსი სახელმწიფოებირვად მოიქცნენ და პარლამენტში შევიდნენ.

„მათი პოზიციაა, რომ ეს არის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არის საბოტაჟი საპარლამენტო დემოკრატიის წინააღმდეგ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მათ სავსებით სამართლიანად უწოდეს მათ ბოიკოტს და გადაწყვეტილებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ჩვენ ამის საშუალება მათ არ მივეცით. ამ ეტაპზე ყველა მათგანს, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ლიდერებს მივეცით საშუალება დაფიქრდნენ, რამდენად მიზანშეწონილი და სწორია მათი გადაწყვეტილება. შესაბამისად, მივეცით შანსი, რომ სახელმწიფოებრივად მოიქცნენ, შემოვიდნენ პარლამენტში და იმუშაონ“,-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავის შეკავების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტს აქვს დისკრეცია, რაც საშუალებას აძლევს პარლამენტს საბოტაჟის წინააღმდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

„ პარლამენტს აქვს დისკრეცია, ეს დისკრეცია არის სწორედ ის ფარგლები უფლებამოსილებისა, რომელიც პარლამენტს საშუალებას აძლევს საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. სწორედ ამ პროცედურული ბერკეტს აამოქმედებს უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტი. ჩვენ საზოგადოებას ვცემთ პატივს, რომელთა 39%-ის წარმომადგენლობა დღეს შეიძლებოდა დარჩენილიყო საქართველოს პარლამენტს მიღმა. მათ აქვთ 39%-იანი მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ეს იყო არგუმენტები. ამას დაერთო საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა და მოწოდება, ევროკავშირის ელჩის მოწოდება, ყველა ეს არგუმენტი უფრო მძიმეწონიანი აღმოჩნდა, ვიდრე მეორე მხარეს, სხვა საკმაოდ მძიმეწონიანი არგუმენტები“,-აცხადებს მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა