ირაკლი ქადაგიშვილი - დესტრუქციულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს დესტრუქციის ესკალაციის შესაძლებლოა არ უნდა მიეცეთ

ის, რაც ჩვენი პოლიტიკისთვის იყო დამახასიათებელი: კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ, დღეს აქტუალური აღარ არის - ჩვენს გუნდსა და ამომრჩეველს მოვუწოდებ, ვიყოთ ერთად ჩვენს გადაწყვეტილებაში, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ქადაგიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტმა რეგლამენტიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 51 დეპუტატის ნება დაადასტურა, თუმცა მისივე თქმით, გუნდს მიაჩნია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ “საბოტაჟის დამოკიდებულება ნორმა არ გახდეს“.

ქადაგიშვილმა განაცხადა ისიც, რომ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი გაგძელდეს.

“პარლამენტის სასახლე, აი ეს დარბაზი ძალიან ბევრი ისტორიული პერიპეტიის მომსწრეა. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ჩვენ შევძელით და საქართველო ახალი კონსტიტუციით პარლამენტარიზმის განვითარების ახალ გზაზე დგას. ეს გზა ნამდვილად შეუვალი და შეუქცევადია. ყველა იმ ადამიანს, ვინც პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა და ყველა პარლამენტარს, ვინც ხალხმა აირჩია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. იმის მიუხედავად, თუ როგორია ჩვენი პირადი დამოკიდებულება ამა თუ პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ თუ რა სჭირდება ქვეყანას განვითარების ამ ძალიან მნიშვნელოვან ფონზე. დესტრუქციულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს დესტრუქციის ესკალაციის შესაძლებლოა არ უნდა მიეცეთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა