ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ  გაამართლა

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ყოფილი გერენალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საქალაქომ რამდენიმე დღის წინ მიიღო, ექსკლუზიურად „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლი მიხეილ ჩოხელი და მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბრალდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდა. დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი