მამუკა მდინარაძე - ზურაბ ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა, ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიციის თვითმიზანია არ შემოვიდნენ პარლამენტში და არ შედგეს არანაირი შეთანხმება

ზურაბ ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა, ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიციის თვითმიზანია არ შემოვიდნენ პარლამენტში და არ შედგეს არანაირი შეთანხმება,- ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან “გირჩი- მეტი თავისუფლებას“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, არ იცის ეს წამოცდენა იყო თუ კონსტრუქციულობისკენ გადადგმული ნაბიჯი ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან, თუმცა, მან დაადასტურა ის, რასაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიდი ხანია საუბრობენ.

„არ ვიცი წამოსცდა, არ ვიცი რა მოუვიდა, მაგრამ გუშინ ზურბ ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა, ჩვენ ამას დიდი ხანია ვლაპარაკობთ, მათი ბოიკოტი დაიწყო თუ არა, მათი ცრუ ნარატივი გაყალბებული არჩევნების შესახებ დაიწყო თუ არა, იმის შემდეგ ვამბობთ, რომ მათი თვითმიზანი და განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის თვითმიზანი არის, რომ არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ შეთანხმდეს არანაირი წესი, არ შედგეს არანაირი შეთანხმება და არანაირი შეთანხმება არ იქნას არანაირ რაუნდზე მიღწეული. გუშინ ზურაბ ჯაფარიძემ ეს ყველაფერი თავისი პირით დაადასტურა. მე არ ვიცი ეს წამოცდენა იყო, ეს იყო ოპოზიციის სხვა ნაწილის გათქმა, არ ვიცი ეს კონსტრუქციულობისკენ გადადგმული წინარე ნაბიჯი იყო თუ რა იყო, მაგრამ მან ოპოზიციის რეალური ზრახვები და მიზნები გუშინ გათქვა და ეს ძალიან კარგია,“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, ზურა ჯაფარიძემ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყისშივე იყვნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო