სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობისგან გაქცევაა

ეს გადაწყვეტილება არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომლის პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებასაც უპასუხა, რომლის თქმით, პარლამენტში შესვლა დამატებით 20-მდე ოპოზიციონერს სურს, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებენ.

სამადაშვილის აზრით, ასეთი ხალხი, ამ ნაბიჯს უკვე გადადგამდა, ამიტომ ეს მმართველი გუნდის მხრიდან მორიგი ტყუილია.

,,ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. ოპოზიციის პოზიცია საზოგადოებისათვის, „ქართული ოცნებისთვისაც“ და საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც ცნობილია. ჩვენ მოლაპარაკებებზე უარი არასდროს არ გვითქვამს, თუმცა ვერ დავინახეთ პოზიცია, რომელიც შეთანხმების სივრცეს ტოვებდა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომლის პასუხისმგელობაა პირველ რიგში, ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. ეს არის მათი ჩატარებული არჩევნების შედეგი და მოლაპარაკებებიც ჩიხში არის შესული „ქართული ოცნების“ პოზიციის გამო. ხალხის არჩეული მანდატი როგორ განიკარგება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუ არსებობენ ოპოზიციის წევრები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პარლამენტში შესვლა არის მნიშვნელოვანი, არ მგონია, რომ ეს იქნება ბულინგის გამომწვევი. ეს ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც პოლიტიკოსმა საკუთარი მსოფლმხედველობიდან და დღის წესრიგიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. რომ იყოს ასეთი ხალხი, ვფიქრობ, რომ გადადგამდნენ ამ ნაბიჯს, ამიტომ ეს არის მორიგი ტყუილი მმართველი გუნდის მხრიდან“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა