დავით ზილფიმიანის განცხადებით, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უნდა გამონახოს საკუთარ თავში ძალა, “დააღწიოს ბულინგს თავი და საბოტაჟი შეწყვიტოს“

„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, „ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უნდა გამონახოს საკუთარ თავში ძალა, დააღწიოს ბულინგს თავი და საბოტაჟი შეწყვიტოს“. ამის შესახებ ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლმენტში შესვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„მინდა მივესალმო ჩვენს ორ კოლეგას, დღეს პირველი დღეა, რაც პარლამენტში შემოვიდნენ. მიმაჩნია, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რამაც გაზარდა ჩვენი ოპოზიციური წარმომადგენლობა პარლამენტში, ერთგვარი მისაბაძი იქნება და გამონახავს ზოგიერთი პოლიტიკოსი თავის თავში ძალას, რომ თავი დააღწიონ ბულინგს და შეწყვიტონ საბოტაჟი.

რაც შეეხება დღეს განსახილველ თემას, დღეს გასაყარზე ვდგავართ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველა კოლეგას, გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რათა არ დაეკეტოს კარი ოპოზიციის შესაძლო შემოსვლას მომავალში“,- განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში მუშაობა დღეიდან დაიწყეს. დღევანდელი პლენარული სხდომის მთავარი და ერთადერთი საკითხი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 51 ოპოზიციონერის მოთხოვნის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენებაა. ცნობილია, რომ “ქართული ოცნება“ მათი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას და საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს