ალეკო ელისაშვილი - დიახ, არჩევნები გაყალბდა, ამ დარბაზშიც იმიტომ ვართ, რომ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები

დიახ, არჩევნები გაყალბდა და ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა და ამ დარბაზშიც იმიტომ ვართ, რომ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს მოწესრიგების გარანტია მასაა და მმართველ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმია.

"გვეკითხებიან, არჩევნები გაყალბდა თუ არა, დღეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დეპუტატთან აქ შემოსვლამდეც ვიკამათე. დიახ, გაყალბდა და ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ რატომ ვარ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები. ამის გარანტიაა მემორანდუმი, რასაც ხელი მოვაწერეთ. მინდა ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან ვუთხრა, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ. არ მოსწონთ რაც იქ წერია? იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან. 54- ნი არიან. მეტი გამოგლიჯონ "ქართულ ოცნებას" მეტი დაახევინონ უკან და ქვეყნისთვის უფრო მეტი საჭირო პუნქტი შეიტანონ, ამას უბრალოდ მივესალმები. ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებისამებრ პირველ მარტამდე კანონად იქცეს ის შეთანხმება და ელექტრონული არჩევნების წესი დამკვიდრდეს. თითის ანაბეჭდმა მოსპოს ის მავნე პრაქტიკა „კარუსელები“ რომ ერქვა. ყველაფერმა მოგვიტანოს ბოლოს და ბოლოს პატიოსანი არჩევნების წესი, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული ეჭვშეუტანელი იყოს ხოლმე არჩევნების შედეგები. ასევე მინდა ვუთხრა ყველას, განსაკუთრებით, მათ, ვისაც არ სჯერა, შეიძლება ამ ქვეყანაში იყვნენ ახალფეხადგმული, ცოტა ხნის წინ რეგისტრირებული პატარა პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და არავის გავლენას არ ექვემდებარებიან. ეს არის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი. ჩვენ არავის არაფერს ვეკითხებით, რასაც საქართველოს ინტერესი გვკარნახობს და საკუთარი სინდისი გვეუბნება, იმას გავაკეთებეთ ყოველთვის, არავის დირექტივას არ დაველოდებით", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, პარტია "მოქალაქეების" პარლამენტში შემოსვლა, მემორანდუმის გაფორმებისა და 4 პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემდეგ, იყო სწორი გადაწყვეტილება.

"ჩვენთან მიიჩნევა, რომ თუ ოპოზიციაში ხარ უნდა გძულდეს ხელისუფლება და თუ ხელისუფლებაში ხარ უნდა გძულდეს და გინდოდეს ოპოზიციის განადგურება. ჩემი აზრით, იმდენად ვართ ამით 30 წელია გართულები, ცოდვა გამხელილი სჯობს, მე განსაკუთრებით ვარ ცოდვილი ამ მიმართულებით, გვავიწყდება მთავარი, რომ პოლიტიკური პროცესი მთავარს უნდა ემსახურებოდეს -ხალხის პრობლემების მოგვარებას. ამ დარბაზში ისმოდა ყველაფერი, მაგრამ ხალხის პრობლემებზე არ ფიქრობდნენ და არ დარდობდნენ. ეს განცდა მაქვს 9 წელია. არის "ქართული ოცნების" რეალობა და ნამდვილი რეალობა, რომელიც ძალიან არის აცდენილი ერთმანეთს. აქეთ არის თავდაუზოგავი ფუფუნება, ჯიპები, უშველები კაბინეტები, პრემიები და დანამატები, ბენზინის დახარჯული, გაურკვეველი თანხები და აქეთ არის გაღატაკებული ხალხი. ამ პანდემიისას სასოწარკვეთილი, უიმედო ხალხი. უსამართლობის განცდით კრიჭა შეკრული ხალხი, რომელიც სამართალს ვერ პოულობს. სამსახურს ვერ პოულობს და გაქცევას ფიქრობს. არადა შეგვიძლია, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გავხადოთ. ჩვენ აქ ვართ, იმისთვის რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რადაც გინდათ იმათ ჩამითვალეთ, მე ამიერად როგორც დეპუტატი ვუპასუხებ ნომერს - 593 58 40 52. ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა. იმედი მაქვს, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ აქ და ყველა ერთად კრიტიკით ვიფიქრებთ ეს ქვეყანა როგორ წავიყანოთ წინ,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს