დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"2021 წლის 2 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 71 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტით, მაქსიმალური 8.080 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.026 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში",-აღნიშნულია ინფორმაციაში.