ნათია თურნავა - EBRD არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, EBRD რეფორმების განხორციელებაში ეხმარება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ EBRD ეხმარება არა მარტო მთავრობას, რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ეს ძალიან წონადი დახმარებაა, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს, მათ შორის, ჩვენი საბანკო სექტორის გავლით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ის დამატებითი რესურსი, რომელიც პანდემიის დროს ასაზრდოებს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესებს, ხელმისაწვდომი დაფინანსების მიმართულებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე EBRD-ის ჩართულობა სტრუქტურულ რეფორმებში.

„რაც შეეხება რეფორმების პროცესში დახმარებას, მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სტრუქტურულ რეფორმებში, ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, ასევე სექტორული რეფორმების მიმართულება. განსაკუთრებით გამოვყოფ ენერგეტიკის სექტორის რეფორმისა და ამ სექტორის განვითარებაში გაწეულ დახმარებას EBRD-ის მხრიდან. ისინი გვეხმარებიან ქვესადგურების, გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში და ახალი, განახლებადი წყაროების ხელშეწყობაში, კერძოდ, აუქციონების სისტემის დანერგვაში. გვეხმარებიან ისეთი უახლესი ტექნოლოგიების განვითარებაში, როგორიცაა მწვანე წყალბადის ტექნოლოგია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარებაა ენგურის აუზის შესწავლა, "ენგურჰესის" რეაბილიტაცია, რაც ჩვენი ენერგორესურსების მნიშვნელოვანი წყაროა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი