თეა წულუკიანი - ჩვენ თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, მობრძანდით, დაბრძანდით, თუ ამის შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ არ გაქვთ - როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები

ჩვენ თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, კარი ღიაა, მობრძანდით, დაბრძანდით, თუ ამის შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ შესაძლებლობები არ გაქვთ. როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას განიხილავენ.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს მმართველ გუნდს სამი არჩევანი აქვს.

„დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს სამი არჩევანი: ერთი არჩევანი არის ის, რომ კომიტეტის დასკვნას მხარი დავუჭიროთ და კომიტეტის დასკვნაა, რომ მოცემულ დეპუტატებს შეუწყდეთ უფლებამოსილება. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ და ალბათ არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ გული ძგერს, შევუწყვიტოთ ამ თანამდებობისთვის შეუფერებელ ადამიანებს უფლებამოსილება. მეორე არჩევანი არის, რომ არ გავიზიაროთ კომიტეტის პოზიცია და ვთქვათ, რომ არ ვწყვეტთ უფლებამოსილებას და ყველაფრის ფასად გვინდა, რომ ეს ბავშვების ციხეში ჩამყრელები, გამაუპატიურებლები და დამჩაგვრელები თავისუფლება აღკვეთილი პირების, ადამიანები, რომელებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია კიდევ უფრო დააპატარავეს და დალის ხეობა ჩააბარეს რუს ოკუპანტს, ის ადამიანები, რომლებიც უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს, ეს ადამიანები ყველაფრის ფასად, გავხადოთ დეპუტატები და ვთქვათ, რომ ირაკლი ქადაგიშვილი და მისი კომიტეტი არ არიან მართლები და ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ პარლამენტში. ჩვენ ასევე გვაქვს მესამე არჩევანი, რომელიც მინდა, რომ დღეს გავაკეთოთ. მესამე არჩევანი ეხება იმას, რომ ჩვენ რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე, დღეს თავს ვიკავებთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტისგან. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის ის, რასაც ეს ქვეყანა იმსახურებს. რა ფაქტორებია ეს? ეს არის ის, რომ პოლიტიკურად არასწორი იქნება, იმ უპერსპექტივო რაუნდებს, რაც მიმდინარეობს, წინ ჩავუხტეთ და რაუნდი დახურულად გამოვაცხადოთ იმიტომ, რომ თუ ჩვენ გავიზიარებთ კომიტეტის აბსოლუტურად სამართლიან დასკვნას, გამოდის, რომ რაუნდები დავხურეთ, რაც არ იქნებდოდა პოლიტიკურად სწორი. მიუხედავად იმისა, რომ მგონია, ეს რაუნდები არსად არ მიგვიყვანს იმიტომ, რომ ამ ადამიანების პარლამენტში შემოსვლა არ არის მიზანი. ამ ადამიანის მიზანი არ არის არჩევნები და არც არასდროს ყოფილა. ვისაც ქვეყნისთვის შესტკივა გული და ოპოზიციაშია, აგერ ბრძანდებიან ჩვენთან. რომლებსაც არ უნდათ რყევები და უბედურება ამ ქვეყანაში.

ჩვენ ასევე ვიხილეთ პრეზიდენტის რჩევა და ჩვენი ვალია, რომ ამასაც ვცეთ პატივი და ასევე, არც ერთი ფასილიტატორი არ მალავს და მოგვიწოდებენ, რომ არ შევწყვიტოთ მანდატები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღეს „ნაციონალები“ და მათი დანაყოფები ითხოვენ, შეგვწყვიტეთ მანდატებიო და თუნდაც ამიტომ არ ღირს მათთვის ამ ბონუსის მიცემა. შესაბამისად, ეს არის სწორი გზა, მხარს ვუჭერ. ჩვენ დღეს რეალურად იმას კი არ ვამბობთ, რომ არ ვუწყვეტთ, იმას კი არ ვამბობთ, რომ მობრძანდითო. სხვათაშორის, ხვეწნას თუ შევწყვეტთ, არ იქნებოდა ცუდი ამბავი. ჩვენ თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, კარი ღიაა, მობრძანდით დაბრძანდით, თუ ამის შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ შესაძლებლობები არ გაქვთ. როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები. მობრძანდი და დაბრძანდი და თუ არ მობრძანდები, ჩვენ ყოველთვის გვექნება ეს ღილაკები და შევძლებთ მომავალში, რომ დავაჭიროთ ხელი შეწყვეტის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანმა ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

„ბატონო ალეკო, თქვენ აქ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ ხოლმე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - განაცხადა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო:

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი