გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგას და ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდეს - მზად ვართ დავსხდეთ მეხუთე, მეექვსე თუ მეშვიდე რაუნდზე

ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყნისთვის დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მათ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან, ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ, რომელიც თავად ოპოზიციისთვის იქნება მისაღები, იმისთვის რომ შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ამ ეტაპზე უფლებამოსილებას არ უწყვეტენ.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდთან მანდატებით ვაჭრობას არ აპირებს.

„ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყნისთვის დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მათ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან, ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ, რომელიც თავად ოპოზიციისთვის იქნება მისაღები, იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. სხვა შემთხვევაში ჩვენთვის ამ გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები წაყენებული გვაქვს მოლაპარაკებაზე, არ ვაპირებთ არანაირი ახალი ინიციატივებით გამოსვლას. ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ წინადადებას. როგორც ოპოზიციის ყველა წევრმა საერთო განცხადებაში განაცხადა, მანდატებით ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ , თუმცა, მზად ვართ დიალოგისთვის, რომ დავსხდეთ მეხუთე, მეექვსე თუ მეშვიდე რაუნდზე.

დღეს დღის წესრიგში დგას 4 საკითხი, ოთხივე საკითხი ისევ დგას, არავის რაიმე განსახვავებული არ უთქვამს ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ამ თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესმა „ქართულ ოცნებასაც“ უჩვენა, რომ წერტილი უნდა დაესვას იმ მოლოდინების შექმნას, რომ ვიღაც ცალკე აღებული გადაწყვეტილებას მიიღებს და რაღაც მოხდება. დროა, გავიზარდოთ, მათ შორის ზრდასრულობა აჩვენოს ხელისუფლებაში ჯერჯერობით მყოფმა ძალამ. მოვიდეს წინადადებებით, რომელიც ოპოზიციისთვის იქნება მისაღები. მემორანდუმში, რომელიც ალეკო ელისაშვილთან მმართველმა გუნდა გააფორმა, არის დამახინჯებული ის საკითხები, რაზეც ჩვენ ელჩების ფასილიტაციით შევთანხმდით. მაგალითად გეტყვით, კომისიის წევრების საკითხი, რომელიც მათ ფაქტობრივად სურთ აქციონ მხოლოდ დამკვირვებლებად, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა