გიორგი ვაშაძე მანდატების საკითხზე - “ქართულმა ოცნებამ” ეს საკუთარი თავისთვის გააკეთა, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მიიღეს ეს გადაწყვეტილება

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცახდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ძალთა ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმება რომც შედგეს, ხელს მაინც არაფერს მოაწერს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყისშივე იყვნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, ასეთი პარტიები, ასეთი ცალკეული დეპუტატები ნამდვილად შეიძლება არის და იყო, თუმცა ახლა, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ნამდვილად არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ძალთა დაჯგუფებას, თუ იმ პოლიტიკურ ძალთა ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმება რომც შედგეს, მაინც არაფერს მოვაწერთ ხელს. ნამდვილად არ ვართ ასეთი პოზიციის მატარებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელიც მისაღები იქნება ხალხისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის და ეროვნული თანხმობის გარკვეული ჩანასახი იქნება“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, დაინახა ერთი რამ - თუ ისინი დღეს ოპოზიციის წევრებს საპარლამენტო მანადატებს შეუწყვეტდნენ, ფაქტობრივად, ამით მოლაპარაკებები დამთავრდებოდა.

„ერთადერთი ვარიანტი იქნებოდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. საერთაშორისო საზოგადოებასთან მათ სალაპარაკოდ ნაკლები მექანიზმი ექნებოდათ. ამიტომ, ნუ ვიტყვით იმას, რომ ვიღაცისთვის გააკეთეს ეს. ეს საკუთარი თავისთვის გააკეთეს და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს საკითხი ჩვენთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენთვის მთავარია შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:გიორგი ვაშაძე მანდატების საკითხზე - "ქართულმა ოცნებამ" ეს საკუთარი თავისთვის გააკეთა, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მიიღეს ეს გადაწყვეტილება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა