მთავრობის ადმინისტრაციასთან ტურიზმის და მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ტურიზმის და მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიზნესი არ უნდა გაჩერდეს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის შესაძლებლობა.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სხვადასხვა ფორმით გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას.

“ჩვენ ველოდებოდით დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელიც, სამწუხაროდ, არ გაიმართა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ქვეყნის გახსნა ძალიან მალე და სწრაფად კონკრეტული თარიღების დასახელებით, რადგან ბიზნესი არ გაჩერებულიყო. აღმაშფოთებელია ის, რომ სახელმწიფო ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში.

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას და ტრანსპორტის აღდგენას არაფერი აქვს საერთო კოვიდთან ბრძოლაში. ადამიანებს ჰქონდეთ მუშაობის საშუალება. თუ ეს არ მოხდება, გვაქვს გეგმა, გავდივართ კონსულტაციებს ბიზნესთან. ეს იქნება გარკვეული დაუმორჩილებლობის აქტი სხვადასხვა ფორმით, რომელი ბიზნესიც როგორ მოახერხებს, იქამდე სანამ შედეგი არ დადგება“,-აცხადებს აქციის ორგანიზატორი.

იხილეთ ვიდეო:მთავრობის ადმინისტრაციასთან ტურიზმის და მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო