ალეკო ელისაშვილი - თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის ნომრის დასახელება - გაბედოს!

თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის ნომრის დასახელება. გაბედოს! - ასე უპასუხა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტების კითხვას, რატომ გადმოაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე "მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობას ეყოს გამბედაობა და საკუთარი ნომრები გამოაცხადონ.

"თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის ნომრის დასახელება. გაბედოს! რად მინდა გვარამიას ტელეფონს რომ მეუბნება, ვიცი გვარამიას ნომერი და თუ მჭირდება, ვუკავშირდები. ეს არის, რომ "ქართული ოცნება" მოწყვეტილია ხალხს. ამის სათქმელად ვართ აქ შემოსულები ზუსტად, რომ ხალხის სათქმელის გამხმოვანებლები ვიყოთ და ხალხის პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ. ხალხის პრობლემებს ვერასდროს გაიგებ ამ შენობიდან, თუ შენ ნომერს არ გამოაცხადებ. ეყოთ გამბედაობა და გამოაცხადონ! ჩვენ აქ ვართ ხალხის სამსახურისთვის და უკეთესი საქართველოსთვის.

აწი ნახეთ კრიტიკა ჩვენგან! ვისაც ჰგონიათ, რომ "ქართულ ოცნებასთან" შეკრულები ვართ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ყოველი დღე გამოავლენს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ დამოუკიდებლად. აქ ვართ იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" ნებისმიერ დროს მივუთითოთ შეცდომებზე, დანაშაულზე და ამით ეს ქვეყანა წინ წავიყვანოთ",- განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს