თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს - მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ, ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში

პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

„ბატონო ალეკო, თქვენ აქ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ ხოლმე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და და აღნიშნა, რომ მე ამიერად როგორც დეპუტატი, უპასუხებს მოსახლეობის ზარებს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა