დავით ჭიჭინაძე - დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძეს „ოცნებიდან“ გაქცეულებზე მოუწევს დარდი

დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტი, პლუს ივანიშვილის გაქცევა და კობახიძის დარჩენა, დაახლოებით იმას ჰგავს, უმაღლესი ხარისხის ხორცის საყიდლად რომ წავა ადამიანი და ვირის ხორცი შერჩება,-ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტარიზმის დასამარებას ნიშნავს“.

„დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძეს „ოცნებიდან“ გაქცეულებზე მოუწევს დარდი. პრინციპში, პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ, მათ შორის ისინი, ვინც „ოცნების“ ყრილობას არ დასწრებიან. მოკლედ, დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტი, პლუს ივანიშვილის გაქცევა და კობახიძის დარჩენა, დაახლოებით იმას ჰგავს, უმაღლესი ხარისხის ხორცის საყიდლად რომ წავა ადამიანი და ვირის ხორცი შერჩება. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტარიზმის დასამარებას ნიშნავს. თუ აქამდე ეს პარლამენტი უკანონო იყო არჩევნების გამო, ახლა ამ გადაწყვეტილების გამო ყველა დამნაშავე გახდა იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა კონსტიტუცია დაარღვიეს“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა