ნიკა გვარამია - ღია ეთერში გამოაცხადა თეა წულუკიანმა ჩემი მობილურის ნომერი, ტელეფონი არ ჩერდება, ეს უკვე პირადი დევნაა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის დეპუტატმა თეა წულუკიანმა საჯაროდ მისი მობილურის ნომერი გამოაცხადა, მას ურეკავენ და ეს უკვე პირადი დევნაა.

"ნახევარი საათის წინ, ღია ეთერში გამოაცხადა თეა წულუკიანმა ჩემი მობილურის ნომერი. ასევე გამოაცხადა, რომ მე თურმე, ოპოზიციას პარლამენტში არ ვუშვებ. "ქართულ ოცნებას" სჯერა, რომ ვიღაცას არ ვუშვებ პარლამენტში. ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, ეს უკვე პირადი დევნაა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაა. პოლიტიკური კონტექსტი არათუ მოიხსნა, გაძლიერდა.

ნორმალურ ქვეყანაში, თქვენ იქნებოდით თითით საჩვენებელი მოსამართლე თქვენი გონებრივი შესაძლებლობების და უნარების გამო, რომელიც გაქვთ, ნუ გააკეთებთ იმას, რასაც არცერთ ვითარებაში არ გააკეთებდით, ზეწოლა რომ არ იყოს თქვენზე. ნუ იტყვით, რომ ან პოლიტიკური ან პანდემიური ფაქტორი მოიხსნა",- განაცხადა გვარამიამ მის სასამართლო პროცესზე, როდესაც მისი საქმის მოსამართლეს მიმართა.

იხილეთ ვიდეო:ნიკა გვარამიას განცხადებით თეა წულუკიანმა მისი პირადი ინფორმაცია გაამჟღავნა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო