მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიაზე - როცა “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი დებდა არჩილ თალაკვაძის ტელეფონის ნომერს, პრობლემას ვერ ხედავდა, დღეს სახალხო დამცველთან გარბის, როგორც კი მისი ტელეფონის ნომერი ახსენეს

როცა მისი პარტიის - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი დებდა არჩილ თალაკვაძის ტელეფონის ნომერს, პრობლემას ვერ ხედავდა, დღეს სახალხო დამცველთან გარბის, როგორც კი მისი ტელეფონის ნომერი ვიღაცამ ახსენა, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას.

მდინარაძის თქმით, გვარამიამ პრობლემა ვერც მაშინ დაინახა, როცა დეპუტატს, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის“ აზრი არ გაიზიარა, თავზე ნაგავი ჩამოამხეს. მისი თქმით, ორმაგი სტანდარტია როცა ათჯერ უარესი ქმედება არაფრად მიგაჩნია, ხოლო ამაზე „ასჯერ ნაკლები გადაცდომა შეფასებულია უბედურებად“.

„მე შეიძლება ჩამოგყვეთ მსჯელობაში, როცა პირადი ნომრის გამოცხადებაზეა საუბარი, ნიკა გვარამიას რომ ორმაგი სტანდარტის უდიდესი მხარდაჭერა არ ახასიათებდეს. როცა ივერი მელაშვილს იმ ადამიანმა რაღაც უთხრა, შეურაცხყოფა მიაყენა თუ არა, ეს კიდევ ცალკე შესაფასებელია და ეს გუშინ ჟურნალისტმა ისე წარმომიდგინა კითხვაში, მეგონა ძალიან დიდი უბერდურება მოხდა - თავდასხმა, საშინელი ფაქტი, დაახლოებით ასეთი კონტექსტი იყო, ბათუმში როცა დეპუტატს ნაგავი იმიტომ ჩამოამხეს თავზე, რომ არ გაიზიარა “ნაცმოძრაობის” აზრი, ამაზე თურმე პრობლემა არ არის, ეს არის ორმაგი სტრანდარტი. როცა მისი ტელევიზიის წარმომადგენელი ან მისი პარტიის - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი დებდა არჩილ თალაკვაძის ტელეფონის ნომერს, პრობლემას ვერ ხედავდა, დღეს სახალხო დამცველთან გარბის როგორც კი მისი ტელეფონის ნომერი ვიღაცამ ახსენა, ანუ ორმაგ სტანდარტებზეა საუბარი და კარგი იქნება თუ ჩამოვყალიბდებით რა არის მისაღები და მიუღებელი, პირად სივრცეში შეჭრა, პატივის და ღირსების შელახვა და ამაზე მაინც საერთო აზრი გვექნება”, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ნიკა გვარამიას ნომერი საჯაროდ გააჟღერა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა