გადაუდებელი სამუშაოების გამო, 4 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 4 თებერვალს ელექტრომომარაგება თბილისის მასშტაბით დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს

“ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქრაძის და იონა მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კაიშაურის, კიკეთის და ნიაბის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო