სერგი კაპანაძე - ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას რამე რომ მოუვიდეს, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რადგან მათ შექმნეს ეს ძალადობრივი გარემო

ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას რამე რომ მოუვიდეს, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რადგან მათ შექმნეს ეს ძალადობრივი გარემო , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ივერი მელაშვილზე სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტს.

კაპანაძის თქმით, უდანაშაულო ადამიანის მიმართ საქმის აღძვრა, შემდეგ მასმედიის მიერ მისი დემონიზება და ძალადობრივი გარემოს გამო, ამ ადამიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არის არანორმალური ვითარება და ამის შემოქმედები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

„ზოგადად, ეს ვითარება არის არანორმალური, როდესაც უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ჯერ ერთი საქმეს აღძრავენ და შემდეგ ახდენენ მის სრულ დემონიზებას მასმედიაში, ახდენენ მოღალატის იარლიყის მიწებებას და შემდეგ ამ შექმნილი ძალადობრივი გარემოს გამო ხდება ამ ადამიანზე ძალადობა, მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გაჟღერება და ა.შ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა, რამე რომ მოუვიდეს ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას არის ხელისუფლებაზე, რადგან მათ შექმნეს ეს ძალადობრივი გარემო. არანაირი გამართლება, მთლიანად ამ ბინძურ კამპანიას, რომელიც ამ ადამიანების წინააღმდეგ იყო, არ აქვს და მისი შემოქმედები აუცილებლად უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც ნორმალურ ქვეყანაში“, - განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ "მოღალატე" , „გამყიდველი“ უწოდა.

იხილეთ ვიდეო:ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას რამე რომ მოუვიდეს, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რადგან მათ შექმნეს ეს ძალადობრივი გარემო - სერგი კაპანაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო