კახაბერ ქემოკლიძემ საქართველოში ესტონეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რიინა კალიურანდთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის მანდატი გააცნო. შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს.

"ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს წინაშე კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში. მხარეებმა, ასევე, საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო