„საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ“ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან რეგიონული შეხვედრები დაიწყო

„საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ“ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან რეგიონული შეხვედრები დაიწყო.

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ, პროექტის, "ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას" ფარგლებში საინფორმაციო - სამუშაო შეხვედრები გამართა რუსთავში პროექტის მონაწილე ორ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან.

"რეგიონული შეხვედრები ეტაპობრივად, რეგულაციების დაცვით გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, 10 რეგიონს მოიცავს. შეხვედრების მიზანია პროექტის მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის ადგილზე გაცნობა, მათთან პროექტის მიმდინარე დეტალების განხილვა, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა, ქოლგა ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და მათთვის ევროპის კავშირის გრანტის ფარგლებში შეძენილი კოვიდ უსაფრთხოების ნივთების გადაცემა.

ასევე, ადგილზე მასალების შეგროვება ვიდეო რგოლებისთვის, რომელსაც ორგანიზაცია პროექტის,,ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია" ფარგლებში ქმნის.

ვიდეო რგოლების მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების გაზრდა მათი საქმიანობის შესახებ. პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის COVID-19 - ის სქემით და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რათა შემსუბუქდეს COVID-19-ის გავლენა რეგიონში.

"ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია" დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნულ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაცია" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა