ადვოკატი - დაკავებული პოლიციელების საქმე ფალსიფიცირებულია

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაკავებული ყოფილი პოლიციელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, გირაოს, თითოს შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით გამოყენებას მოითხოვს.

როგორც ბრალდებულების ადვოკატი გია გოროზია „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათ მიმართ ბრალი ფალსიფიცირებულია.

„როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, თუმცა, დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმება და არასაპატიმრო აღკვეთ ღონისძიებას, გირაოს ვითხოვთ.

ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან, თავს დამნაშავედ არ ცნობენ, აცხადებენ, რომ აღნიშნული დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ.

ესენი არიან პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, პოლიციის ერთ სამმართველოში მუშაობდნენ. მათ აბსურდული ბრალი აქვთ წარდგენილი და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოხდა, ანუ მათ მიმართ შერაცხული ბრალდება არის ფალსიფიცირებული იმ დაზარალებული პირის მიერ, რომელმაც არჩადენილ დანაშაულში ამხილა“, - აცხადებს გოროზია.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პირველ თებერვალს, წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 3 ყოფილი პოლიციელი დააკავა, ხოლო ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წელს, ბრალდებულებმა ძებნაში მყოფი პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლ.ა.-ს ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიმართ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, წამებასა და უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა