ზაალ კაპანაძე - მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის გეგმა სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის შესაბამისი გეგმა საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

ამის შესახებ კაპანაძემ COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინის ტრანსპორტირებისა და განთავსების საკითხს, ასევე იმუნიზაციის დაწესებულებებს, ასევე სამიზნე ჯგუფებს, რომელთა ვაქცინაციაც პირველ ეტაპზე მოხდება.

“დღეს საუბარი იყო ვაქცინაზე, რომელსაც საქართველო მიიღებს უკვე თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე. ეს არის Pfaizer-ის ვაქცინა, 30 000 დოზა. როგორც მოგეხსენებათ, Pfaizer-ის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობა მოიცავს ულტრა ცივი ჯაჭვის პროცესს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის ლოგისტიკური ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინის ტრანსპორტირებასა და განთავსებასთან. ასევე საუბარი შეეხო იმუნიზაციის იმ დაწესებულებებს, სადაც ვაქცინაცია უნდა მოხდეს. ვისაუბრეთ იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაციაც პირველ ეტაპზე მოხდება. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობას დამტკიცებული აქვს ვაქცინაციის შესაბამისი გეგმა და ის სრულებით შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს", - განაცხადა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს