დისკუსია თემაზე - „სკოლების დეპოლიტიზება“ გაიმართა

დისკუსია თემაზე: „სკოლების დეპოლიტიზება“ გაიმართა, რომელშიც განათლების კოალიციის წარმომადგენლები სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისიის წევრები და ანგარიშის „სკოლების დეპოლიტიზება - გამოწვევები და ტენდენციები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში“ ავტორი, ირმა პავლიაშვილი იღებდნენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების კოალიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ის პრობლემები და მიგნებები, რომელიც ანგარიშში „სკოლების დეპოლიტიზება - გამოწვევები და ტენდენციბი 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნების ჭრილში“ გამოიკვეთა.

“გარდა ამისა, იმსჯელეს ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე, რომლებიც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და განათლების სამინისტრომ. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის და სახელმწიფო უწყებების მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა; საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა მიმართ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას სავარაუდო იძულებისა და ზეწოლის ფაქტების შემოწმება; საგანმანათლებლო სისტემაში სავარაუდო პოლიტიკური დისკრიმინაციის საკითხების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნა; დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება; საჯარო სკოლების ავტონომიის მეტი გარანტიები“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, მონაწილეები ის სამომავლო გეგმები წარადგინეს, რომელიც უნდა განახორციელოს კომისიამ სკოლის დეპოლიტიზების მიმართულებით.

„სკოლის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისიის შექმნა ეფუძნება 2020 წლის 17 სექტემბრის განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიცირებულ განცხადებას, რომელშიც 38 ხელმომწერი ორგანიზაცია ხელისუფლებას განათლების სისტემის დეპოლიტიზების მოთხოვნით მიმართავს. კომისიის მიზანია დაიცვას ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები (მასწავლებლები, დირექტორები და ა.შ.) პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან.

მოვუწოდებთ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შემთხევაში მოგმართონ: efacoalition@efagerorgia.ge.

ანგარიშის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „სკოლების დეპოლიტიზება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო