"ადამიანის უფლებათა ცენტრი" - შეშფოთებული ვართ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე გაამართლა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებულ ბრალდებაში გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის 21 იანვარს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი, რომელიც ინციდენტისას თან ახლდა ფარცხალაძეს. მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ხოლო ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გამართლდა.

“აღსანიშნავია, რომ პროცესის ბოლო სხდომა დისტანციურად, დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის, მედიის და ამ პროცესით დაინტერესებული სხვა აქტორების დაუსწრებლად ჩატარდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, რომელიც ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, გადაწყვეტილების შესახებ პროკურატურისგან დღეს - 2 თებერვალს შეიტყო”, - ნათქვამია განცხადებაში.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)