ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ საბოლოო გეგმაზე, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიოს

ტურიზმის სექტორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ საბოლოო გეგმაზე, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიოს , - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, შემუშავებულია საქართველოს ტურიზმის გაჯანსაღების გეგმა, მათ შორის, მარკეტინგული აქტივობები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსოფლიოს ხელახლა გავაცნოთ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის გვაქვს ყველა წინაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტუროპერატორების, ტურისტული სააგენტოების, კერძო კომპანიებისა და ტურიზმის ბაზრის სხვა წარმომადგენლების დახმარებით გვსურს ეს გეგმა საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ, დავხვეწოთ, რომ უფრო მიზნობრივი იყოს ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, ჩვენი ორიენტაცია სხვადასხვა ბაზარზე და უკვე პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ უახლოეს პერიოდში", - აღნიშნა მან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ნინო კვეტენაძე.

შეხვედრაზე ტუროპერატორები გაეცნენ პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას და მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის დახმარება „კოვიდთან" დაკავშირებული კრიზისის დაძლევის მიმართულებით, რადგან უკვე არსებობს მოცემულობა, როდესაც პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების გაუქმება.

„როგორც იცით, საქართველოში შემოსვლის წესები სხვაგვარად გადაიხედა და შემსუბუქდა, მათ შორის ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, ველოდებით ტურისტებს მთელი რიგი ქვეყნებიდან პისიარის ტესტით, რომლებიც მესამე დღეს კიდევ გაიტესტებიან. ამ და სხვადასხვა მიმართულებით ვაცნობთ ტურისტულ ინდუსტრიას ახალ მარკეტინგულ გეგმას, რომელიც ტურიზმის გაჯანსაღებას და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ სექტორის ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის და გაჯანსაღების საბოლოო გეგმაზე ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.

აღნიშნულ ინფრომაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა