ეკა ბესელია - უმრავლესობამ კონსტიტუციას კიდევ ერთხელ გადააბიჯა, რაც ძალიან საშიშ პრეცედენტებს ქმნის

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერია ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით უმრავლესობამ კონსტიტუციას კიდევ ერთხელ გადააბიჯა, რაც ძალიან საშიშ პრეცედენტებს ქმნის. ამის შესახებ ბესელიამ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს.

“არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. დღეს ჩვენ რა ვნახეთ?! 39-ე მუხლი, რომელიც პირდაპირ დაირღვა. ამ მუხლში პირდაპირ წერია, უფლებამოსილების შეწყვეტის პირდაპირი საფუძვლები. ევროკავშირის ელჩს, სხვათა შორის, არ უთქვამს, რომ ჩააგდეთ კენჭისყრაო. ელჩმა, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, დიპლომატიურად თქვა: “არ დავხუროთ მოლაპარაკების კარი” და როგორ არ უნდა დაიხუროს ეს სივრცე სხვა საკითხია. დიალოგის ფორმატი ის სივრცეა, რაც მას არ დახურავს. ის რომ დღეს უმრავლესობამ კონსტიტუციას კიდევ ერთხელ გადააბიჯა ძალიან საშიშ პრეცედენტებს ქმნის”, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო