დავით დარჩიაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დღეს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული

“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებითგენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში 3 თებერვალს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

„მიბარებენ პროკურატურაში გარეჯის საქმეზე. ვაპირებ ავუხსნა, რომ ესაა ვიშინსკის სტილის საქმე: აი, ძველ სპეცებს მრეწველობაში რომ საბოტაჟს აბრალებდნენ კომუნისტების შეკვეთით, ისეთი“, - წერს დარჩიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა