საგარეო უწყებაში აშშ-ს ელჩთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმები განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განხილულ იქნა აშშ-საქართველოს ურთიერთობის ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრული სპექტრი, საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შესაბამისი სამუშაო შეხვედრების გამართვის საკითხს, ასევე ახლო მომავალში აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ორმხრივი შეხვედრების და კომუნიკაციის დღის წესრიგს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზაობა აქტიურად იმუშაოს ქართულ მხარესთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნების განსახორციელებლად. ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის წერილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის სახელზე, სადაც საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებულ ხედვებზე.

სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების პარალელურად შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების არსებულ გარემოს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა