პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2010 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ძებნილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირი, 1957 წელს დაბადებული ე.გ. ზუგდიდში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება -მოვალეობები, რის გამოც, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.გ. 2010 წლიდან იძებნებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო