მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას  მწყობრი პოზიცია არ აქვს და ამიტომ უაზრო და გაუაზრებელ შეფასებებს ვისმენთ

ოპოზიციას მწყობრი პოზიცია არ აქვს და ამიტომ უაზრო და გაუაზრებელ შეფასებებს ვისმენთ, - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პოზიციას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნების შესახებ.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, მათ უბრალოდ „სპორტული ინტერესი“ აქვთ და ამიტომაც ისმის მსგავსი კრიტიკა ამ საკითხზე.

„გადაწყვეტილება იყო სწორი იმის გათვალისწინებით, როგორიც იყო პოლიტიკური მოცემულობა. ხოლო მსგავსი ტიპის აბსოლუტურად უსაგნო და უაზრო შეფასებებს არავითარი საფუძველი არ აქვს. ეს არის ვითარება, როცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, მარტო იმიტომ, რომ სპორტული ინტერესი აქვთ პოლიტიკოსებს, შესაბამისად, კომენტარი არის ხოლმე კრიტიკული. არ აქვს უბრალოდ მწყობრი პოზიცია ოპოზიციას დღეს და ამიტომ ვიღებთ ასეთ უაზრო და გაუაზრებელ შეფასებებს,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისათვის, გიგი უგულავამ მანდატების გაუქმების საკითხზე გუშინ ასეთი განცხადება გააკეთა: „აირია „ქოცისტანი“ და კენჭისყრა ჩააგდეს - როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ: კრემლმა უკან დაიხია, ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ!“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო